19 სექტემბერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ პოლონეთის ადვოკატთა ასოციაციის დელეგაცია მიიღო.
ზაზა ხატიაშვილმა პოლონელ კოლეგებთან შეხვედრის დროს ისაუბრა ადვოკატის პროფესიულ სტანდარტებზე საქართველოში, პროფესიაში შემოსვლის ძირითად პრინციპებზე.
ასევე, ადვოკატის ინსტიტუციურ დაცვაზე და გაძლიერებაზე, რაც ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა.
სტუმრები დაინტერესდნენ, ადვოკატთა ასოციაციაში მიმდინარე რეფორმებით, კომისიების და კომიტეტების საქმიანობით, სასწავლო ცენტრის და საგანმანათლებლო საბჭოს საქმიანობით.
თანამშრომლობა ორი ქვეყნის ადვოკატებს შორის გაგრძელდება და ფართო მასშტაბებს მიიღებს.